ცხოველთა შემცირების ხარჯზე გაზრდილი თანხა - ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობისთვის მერიამ ტენდერი მეოთხედ გამოაცხადა
მარნეულის მერიამ ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობისათვის მე-4 ტენდერი გამოაცხადა. აქამდე გამოცხადებული 3 ტენდერი ჩაიშალა.

მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 169 უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლის თავშესაფარში გადაყვანის მომსახურეობის შესაძენად 16 900 ლარი გამოყო. თითოეული ძაღლისათვის 100 ლარია განსაზღვრული.

მარნეულის მერიამ სატენდერო თანხა მას შემდეგ გაზარდა, რაც რადიო „მარნეულის“ ეთერში ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობის ჩაშლილი ტენდერის შესახებ სიუჟეტი გავიდა.

12 სექტემბერს მომზადებულ სიუჟეტში ჩვენ ვამბობდით, რომ მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში არასაკმარისი თანხა იყო განსაზღვრული. ცხოველთა დაცვის ფედერაციაში გვითხრეს, რომ 85 ლარი, რომელიც ერთი ძაღლის მომსახურეობისათვის მერიას ჰქონდა გათვალისწინებული, არასაკმარისია. კომპანიები კი, რომლებიც ტენდერში მიიღებდნენ მონაწილეობას სამუშაოებს სათანადოდ ვერ შეასრულებდნენ. ერთი ძაღლის სათანადო მომსახურეობისათვის 100 ლარია საჭირო.

მერიის მიერ გამოცხადებულ მესამე ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულებას სათანადოდ „იმერეთი ჯგუფიც“ ვერ შეასრულებდა. ის ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც ტენდერში მონაწილეობა მიიღო. საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავმჯდომარემ კომპანია ძაღლების მკვლელთა დაჯგუფებად შეაფასა. ზაურ ტაბატაძემ კი ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ სექტემბერში ტენდერის ჩაშლის მიზეზი კომპანიის მიერ სათანადო დოკუმენტაციის არმიწოდება გახდა.

მერიამ უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის, საჭიროების შემთხვევაში კი ევთანაზიისა და ცხოველთა სამარხში გადაყვანის, მომსახურეობის შესყიდვის ტენდერი 30 ოქტომბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მსურველი კომპანიების წინადადებების მიღება 6 ნოებმერს დაიწყება და 8-ში დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდშ უნდა შეასრულოს.

რადიო „მარნეული“



ამავე თემაზე:

მარნეულში ძაღლების მომსახურეობისთვის გამოცხადებული ტენდერი მესამედ ჩაიშალა

კომპანიას, რომელმაც შესაძლოა მერიის ტენდერი მოიგოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია ძაღლების მკვლელთა დაჯგუფებად აფასებს

ორჯერ ჩაშლილ ძაღლების თავშესაფრის ტენდერში მერია ცვლილებების შეტანის აუცილებლობას ვერ ხედავს

მერიის გამოცხადებული ტენდერი ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობაზე ჩაიშალა - ცხოველთა დამცველი კი ამას თანხის სიმცირეს უკავშირებს

მარნეულში რეგიონალური ძაღლთა თავშესაფარის აშენება იგეგმება

ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობისთვის გამოცხადებული ტენდერი, რომელიც არ შედგა მერიამ კვლავ შეუცვლელი პირობებით გამოაცხადა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები