ზემო ყულარში ცხოველთა დაინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა




მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყულარში ცხოველთა დაინფიცირების ფაქტები კვლავ გამოვლინდა. დაავადებას ნოდულარული დერმატიტი ჰქვია. მოსახლეობა ამბობს, რომ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს მაღალი ტემპერატურა აქვს და კაზე წყლული აქვთ გაჩენილი. მსგავსი შემთხვევით რადიო „მარნეულს“ კულარის მოსახლეობამ დაახლოებით ერთი თვის წინაც მიმართა, მაშინ კი ვაქცია მარნეულის სურსათის სააგენტოს ოფისს ამოწურული ქონდა მოტანის შემდეგ კი ცხოველები აცრეს.

ცხოველების მკურნალობა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ შედის პრევენციული აცრები კი უფასოდ ტარდება. როგორც ჩანს, ყულარში პირუტყვებს არც პრევენციულმა აცრამ უშელა.

დაავადებას ეპიდემიად არ აფასებს ქვემო ქართლის სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი მირანგულა ლიპარტელიანი. ეპიდემიად განსაკუთრებულად საშიში დაავადებები ითვლება. თავადვე განმარტავს, რომ ზემო ყულარის მოსსახლეობას მათთვის ახლა არ მიუმართავს რაც შეეხება ვაქცინაციას, ამბობს, რომ პირუტყვის აცრა სოფლებში ახლაც მიმდინარეობს. მათ ვეტერინარებიც ჰყავთ სოფელში და მოსახლეობამ საჭიროების შემთხვევაში უნდა მიმართონ.

მარნეულის „დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარე ოლგა ენდელაძე სოფელ ზემო ყულარში შეხვედრას ატარებდა ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც მოსახლეობამ პრობლემით მიმართა. ენელაძე ამბობს, რომ მოსახლეობას გარკვეულწილად ინფორმაციის ნაკლებობა აქვს და სურსათის ეროვნულ სააგენტოს თავად მიმართა. ვინაიდან დაავადების განკურნება სახელმწიპო პროგრამაში უფასოდ არ შედის მოსახლეობას მიმართვა კერძო ვეტერინარებთან მოუწევთ.

ამავე თემაზე:

მარნეულის სოფელში პირუტყვი დაავადდა


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები