ევროკავშირის ელჩი საქართველოში მარნეულს ევროპის დღის აღსანიშნავად ესტუმრა
დღეს, 3 ნოემბერს, მარნეულს ევროკავშირის ელჩი საქრთველოში კარლ ჰარცელი ევროპის დღის აღსანიშნავად ესტუმრა. პირველი შეხვედრა მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, სადაც იმსჯელეს ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების საკითხებზე (DCFTA)

როგორც მარნეულის დემოკრატ ქალათა საზოგადოების თავმჯდომარემ ოლგა ენდელაძემ თქვა, მარნეულის სოფლებში DCFTA- საკითხებზე აქტიურად მიმდინარებს მუშაობა, სადაც სხვადასხვა პრობლემები იკვეთება. საუბარი შეეხო ასევე გენდერულ თემატიკას.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში მნიშვნელოვნად შეაფასა დღევანდელი დღე და ხაზი გაუსვა ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოსთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია.

„DSFTA- ს ინფორმაციული ცენტრი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ბევრი პრაქტიკული სირთულეების შესახებ გავიგე ინფორმაცია, რაც ვფიქრობ, რომ ამ რეგიონისთვის განსაკუთრებულია, ასევე არის ფსიქოლოგიური ბარიერი. სინამდვილეში ეს არის მნიშვნელოვანი, რომ გავიგოთ რა რეალური შესაძლებლობები არსებობს. მე მადლობელი ვარ ამ დისკუსიით და მიხარია , რომ ვეხედავ ხალხი ძალისხმევას არ იშურებს იმ საქმისთვის რაც ჩვენ ერთად გვინდა გავაკეთოთ.“ - ამბობს კარლ ჰარცელი.

კარლ ჰარცელი დღეს, მარნეულში, ქვემო ქართლის სახალხო დამცველის ოფისსაც ეწვევა. 13:00 საათზე კი ევროპის დღეების აღნიშვნას შეუერთდება. მარნეულის კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია 'ევროსოფლად' გადაიქცევა და მთელი დღის განმავლობაში ინფორმაციული და გასართობი აქტივობებით ევროკავშირში გამოგზაურებთ.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები