საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და ეროვნული უმცირესობების ჩართულობა
დღეს, 19 ნოემბერს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა ჩატარდა თემაზე - „ეროვნული უმცირესობების ჩართულობის გაძლიერება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში“.
როგორც ჩვენთან საუბარში ჯიპას პროფესორი პოლიტიკურ მეცნიერებებში ბაკურ კვაშილავა ამბობს, მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი იმ რეგიონების ჩართულობას ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომლებიც ამას მოკლებულნი იყვნენ.  მათ შორის ერთ-ერთია მარნეული. მისივე თქმით, ხშირად პოლიტიკური კონკურენცია ასეთ რაიონებში შედარებით ნაკლები იყო. ეს კი გამოწვულია ხელისუფლების და ადმინისტრაციის ძალიან დიდი გავლენით, რომელით თითქმის 25 წლის განმავლობაში ერთი და იგივე იყო და სხვა პარტიები ნაკლებად ცდილობდნენ წინააღმდეგობის გაწევას.

„ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ აუცილებელია ხელი შევუწყოთ ახალი ტენდენციის გაღვივებას. მით უმეტეს, რომ კონკურენტუნარიანობა იზრდება ოპოზიციური ძალების და ეს გადაიქცეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრების წესად და არ იყოს დაკავშირებული მაინც და მაინც ფიზიკურ დაპირისპირებასთან. არამედ, აღქმული იქნას მარნეულშიც და მის გაერეთ, როგორც ჩვეულებრივი რამ, როდესაც შეიძლება ხელისუფლებამ წააგოს.“ - ამბობს ბაკურ კვაშილავა.


კვაშილავა ასევე ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის აუცილებელია პროგრამაში ჰქონდეთ გაწერილი ეთნიკური უმცირესობების საკითხები იმ მაგალითითაც, რომ ეს მათ მისცემს იმის შესაძლებლობას, რათა საქართველოს გამთლიანებას ხელი შეუწყონ.

„მაგალითად, თუ ეთნიკური აფხაზები ან ოსები გადაწყვეტენ საქართველოში დაბრუნებას პირველ რიგში ისინი ნახავენ თუ როგორ ცხოვრობენ სხვა ეთნიკური ჯგუფები საქართველოში და ეს შეიძლება იყოს გადამწყვეტი მომენტი დაკარგული 20%-ის დასაბრუნებლად“

პროექტი „ეროვნული უმცირესობების ჩართულობის გაძლიერება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში“ ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) და ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის (OSCE-HCNM) მხარდაჭერით.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები