(ვიდეო) #49 უბანზე გამჭირვალობა საქართველოს დამკვირვებელზე ზეწოლა ხორციელდება
19:26 / 28.11.2018
ყიზილაჯილოს #49 საარჩევნო უბანზე სადაც ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციამ რიგი დარღვევები დააფიქსირა და მოითხოვა ამ უბნის
კენჭისყრის შეჩერებას და შედეგების ბათილად ცნობას ხმის მიცემის
პროცედურა არ შეჩერებულა
როგორც რადიო "მარნეულის" ჟურნალისტი ამბობს საარჩევნო უბანზე
საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს დამკვირვებელზე მიდის
ფსიქოლოგიური ზეწოლა. საკრებულოს წევრი ჯეიხუნ ჩოვდაროვი, რომელიც
"ქართული ოცნების" პარტიის სახელით არჩევნებს აკვირდება მას აგრესიულად ესაუბრება და
დასცინის. რაც საფუძველს აძლევს სხვა კომისიის წევრებს დამკვირვებელს
აგრესიული დამოკიდებულება გამოხატონ დამკვირვებლის მიმართ.
ჯეოხუნ ჩოვდაროვი მარნეულის თვითმმართველობის არჩევნებში ყიზილაჯილოს
ოქლიდან იყრიდა კენჭს. არჩევნების წინა საღამოს ყიზილაჯილოში მის
შტაბის წინ ცეცხლი გაუხნსენ უცნობი პირები, რის სდეგადაც ჯეიხუნ
ჩიდაროვი კვირეების განმავლობაში საავადმყოფოში იმყოფებოდა.