ყიზილაჯლოში #49 უბანზე გადასატანი ყუთი ქალებს არ გაატანინეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, #49 უბანზე გადასატანი ყუთი ქალებს არ გაატანინეს.

თავმჯდომარის განმარტებით, რადგან 2 კომისიის წევრი იყო ქალი, მიზანშეწონილი არ იყო, გადასატან ყუთი მათ გაეტანათ და თავად განუსაზღვრა  ფუნქციები.

უბანზე კომისიის წევრების წილისყრა დარღვევით მოხდა. ფუნქციების გადანაწილებისათვის წილისყრაში ყველა კომისიის წევრს მონაწილეობა არ მიუღია.

ამავე უბანზე, საჩივრების წიგნში ამ დროისათვის 4 საჩივარია შეტანილი. 2 მათგანი გადასატან ყუთზე კომისიაში წევრების არჩევას, ხოლო დანარჩენი ორი "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დამკვირვებლის საქმიანობაში ხელშეშლასა და ფარული კენჭისყრის პრინციპის დ
არღვევას უკავშირდება.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები