მარნეულში გასამართ აქცია/კონცერტში მონაწილეობას „რეზო და ბავშვები“, ნინი ბადურაშვილი, თემო საჯაია და გია ნიკოლაძე მიიღებან
მარნეულის კულტურის სახლში დღეს, 30 ნოემბერს, 17:00 საათიდან საინფორმაციო აქცია/კონცერტი გაიმართებ ა. ღონისძიება მიზნად ისახავს კრიზისული ცენტრის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის და ასევე ძალადობისგან დაცვის საკონსულტაციო ცხელი ხაზის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სახელმწიფო სერვისების პოპულარიზაციას. კონცერტის დროს დარიგდება საინფორმაციო ბროშურები და ბუშტები ცხელი ხაზის გამოსახულბით.

სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი, მარნეულში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზიულ ცენტრს მიმდინარე წლის ბოლომდე გახსნის.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მომღერლები თემო საჯაია, გია ნიკოლაძე, რეზო და ბავშვები, ნინო ბაშარული.

როგორც მარნეულის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერა, შ.პ.ს ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკი“, ღონისძიების გრაფიკის შესაბამისად უსასყიდლოდ მოემსახურება მოქალაქეებს, 16:00 საათზე, ადმინისტრაციული ერთეულებიდან ქალაქ მარნეულის მიმართულებით, ხოლო 19:00 საათზე, პირიქით, ქალაქ მარნეულიდან ადმინისტრაციული ერთეულების მიმართულებით.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები