LIVE VIDEO: ჩართულობის ცენტში ოჯახში ძალადობის მხსვერპლთა კრიზისული ცენტრების შესახებ საინფრომაციო შეხვედრა მიმდინარეობს
"ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მარნეულის ოფისის ორგანიზებით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში , საინფორმაციო შეხვედრა იმართება.
საინფორმაციო შეხვედრა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრების და თავშესაფრების შესახებ იმართება.


შეხვედრას უძღვება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი მერი მაღლაფერიძე და ფონდის სამართლებრივი უზრუნველყოფის, საზოგადოებასთან და დონორებთან ურთიერთობის დეპარტემენტის უფროსი ირმა ალადაშვილი; 

ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის
წარმომადგენლები გოგა ხატიაშვილი და გოგა რაზმაძე. შეხვედრაზე მოწვეული არიან ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი შეეხება ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებს, თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების საქმიანობასა და არსებულ გამოწვევებს, გენდერულ ძალადობასთან დაკავშირებული  სტატისტიკას, არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები