გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16- დღიანი კამპანიის ფარგლებში მარნეულში შეხვედრა გაიმართა
დღეს, 4 დეკემბერს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16- დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ოჯახში ძალადობის მხვერპლთა კრიზისული ცენტრებისა და თავშესაფრების შესახებ.


მარნეულში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრის გახსნა ახლო მომავალში იგეგმება, სადაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, სექსუალური ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლებს მოემსახურებიან. ცენტრს ეყოლება სოციალური მუშაკი, იურისტი და ფსიქოლოგი. მომსახურეობა უფასო იქნება. შეხვედრაზე ასევე განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი ოჯახში ძალადობისა და ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენცასთან დაკავშირებით.


დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მარნეულის ოფისის წარმომადგენელმა, მარიამ სამხარაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრების ჩატარება მარნეულში მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ეს ხელს შეუწყობს მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას.


საინფორმაციო შეხვერდა კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, რომელსაც ესწრებოდნენ, აგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები , სხალხო დამცველის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. 


შეხვედრას უძღვებოდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, იურიდიული სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ნინო დოლენჯაშვილი და ფონდის სამართლებრივი უზრუნველყოფის, საზოგადოებასთან და დონორებთან ურთიერთობის დეპარტემენტის უფროსი ირმა ალადაშვილი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის
წარმომადგენლები გოგა ხატიაშვილი და გოგა რაზმაძე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები