მარნეულელ ახალგაზრდებს ჰოლანდიის საელჩომ "ადამიანის უფლებათა ტიტას" ჯილდო გადასცა
დაჯილდოება 12 დეკემბერს, ქალაქ თბილისში გაიმართა. სოფელ მოლაოღლიში მცხოვრები აქტიური მოქალაქეები, ქამრან ეფენდიევი და არიზ დაშდემირლი პროექტი „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ დამფუძნებლები არიან, რომლებმაც საკუთარი სოფლისთვის არაერთი კეთილი საქმე გააკეთეს.

„ასეთ ჯილდოს თუ გვიმზადებდნენ წინასწარ ჩვენც არ ვიცოდით. ჰოლანდიის საელჩომ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის, „ ორბელიანი საქართველოს“ დირექტორს, ქალბატონ ქეთის სთხოვეს, რომ სამოქალაქო საზოგადოებაში მომუშავე, აქტიურ ახალგაზრდებს თუ ვინმეს იცნობდა მათთვის ეთქვა. მას კი ჩვენ დავუსახელებივართ. უთქვამს, რომ სადახლოში არის ორი ახალგაზრდა, რომელიც საზოგადოებრივი საქმეებით არიან დაკავებულნი. შემდეგ წარმომადგენლებიც ჩამოვიდნენ და ადგილზე გაიცნენ ჩვენს საქმიანობას. მოგებული პროექტები და სოფლისთვის გაკეთებული პროექტები ნახეს. ჩვენი შერჩევა ძალიან სასიამოვნო იყო. საქართველოში ათასობით არასამთავრობო მუშაობს და შეეძლოთ მათი არჩევაც, თუმცა ჩვენ აგვირჩიეს. ძალიან სასიამოვნო საღამო იყო“- ამბობს ქამრან ეფენდიევი.

პროექტის მეორე ავტორი არიზ დაშდემირლისთვის ჯილდო დამატებითი სტიმულის მიმცემი გახდა.

„ჩვენ ამ გზაზე 3 წლის წინ, როგორც საინიციატივო ჯგუფი ისე დავდექით. ასეთ შეფასებას, ასეთ ჯილდოს, ასეთ აბლოდისმენტებს და სერტიფიკატებს არ ველოდით. უბრალოდ , მოხალისეობრივად ვაკეთებდით ადამიანებითვის სიკეთეებს და არ მეგონა ამს თუ მივაღწევდით. ადამიანი ნამდვილად ხვდება, რომ სწორ გზაზეა და უფრო მეტი სტიმული გეძლევა. ხვდები, რომ ორმაგად და სამმაგად უნდა გააკეთო ის, რასაც აქამდე აკთებდი" - ამბობს არიზ დაშდამირლი

ქამრან ეფენდიევმა და არიზ დაშდემიროვმა სამი წლის წინ, სოფელ მოლაოღლუში შექმნეს „მოლაოღლის განვითარების ცენტრი“, შემდგომ კი სოფელ ხულდარაში. აჟამად ორივე „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ სახელით განაგრძობს მუშაობას.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები