აზერბაიჯანელი ახალგაზრდები თავს საქართველოს ნაწილად მიიჩნევენ - EMC-ს კვლევის შედეგები
დღეს, 18 დეკემბერს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა კვლევის პრეზენტაცია, რომელიც ქვემო ქართლში მცხოვრებ აზერბაიჯანელებში იდენტობის პრობლემას ეხება.

კვლევის მიზანს წარმოადგენს, გადაწყვეტილებების მიმღებ გჯუფებს აჩვენოს თემში მიმდინარე ცვლილებები და მოსთხოვოს მასზე დაფუძვნებული პოლიტიკის გატარება.

როგორც ჩვენთან საუბრისას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა სოფო ზვიადაძემ თქვა, კვლევის მთავარი მიგნება და აღმოჩენა ახალგაზრდა აზერბაიჯანელებში იდენტობის ხელახლა განსაზღვრის სურვილია.

„ჩვენი კვლევის საფუძველზე გამოვლინდა, რომ ეს არის სამოქალაქო ნაციონალიზმი, როდესაც ახალგაზრდა აზერბაიჯანელები თავიანთ თავს თვლიან საქართველოს სახელმწიფოს ნაწილად. ესაა მათი მთავარი იდენტობა და სურთ, რომ თავიანთი კულტურული მიკუთვნებულობა, რომელიც არის აზერბაიჯანული, ისლამური, ჰარმონიაში იყოს, და მათთვის არის კიდეც, ქართულ სახელმწიფოსთან.“ - თქვა სოფო ზვიადაძემ

ზვიადაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს და იდენტობის საკითხების მიმართ დამოკიდებულება თაობებს შორის განსხვავდება.

„განსხვავება ისაა, რომ ახალგაზრდებში არის მეტი ცნობიერება და მათში ჩანს უფრო მეტი პოტენციალი და სურვილი პოლიტიკაში იყვნენ ჩართულები, მაშინ, როდესაც უფროსი თაობისათვის შეიძლება უფორ მეტი იყოს იმედგაცრუება და ვერ ხედავდნენ საკუთარ თავს. თუმცა, კი ახალგაზრდებში სწორედ ამ სამოქალაქო ნაციონალიზმმა გამოიწვია მათი დიდი სურვილიც, რომ იყვნენ დასაქმებული საჯარო სფეროში, ჩართული იყვნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში და მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საქმეებში“ - ამბობს სოფო ზვიადაძე

ადამიანის უფლებებისა და სწავლების ცენტრის (EMC) მიერ ჩატარებული კვლევა „იდენტობის პრობლემატიკა ქვემო ქართლის აზერბაიჯანელებში და მისი პოლიტიკური და სოციალური განზომილებები“ განხორციელებულია ეუთოს ეროვნული უმცირესობათა უმაღლესი კომისარიის მხარდაჭერილი პროექტის „ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის გაძლიერება პოლიტიკურ ცხოვრებაში“ ფარგლებში.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები