ძლიერი ავარია მარნეულის პლაზასთან +ფოტო
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, საღამოს საათებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელშიც 3 ავტომობილი ფიგურირებს.

თვითმხილველების თქმით, შეჯახება ძლიერი იყო.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. 

როგორც რადიო მარნეულს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე 3 ადამიანი დაშავდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.








Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები