შეიხის პოზიცია კვლავ რამინ იგიდოვმა შეინარჩუნა
საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში შეიხის არჩევნებში რამინ იგიდოვი ხელმეორედ აირჩიეს. 

დღეს, 24 დეკემბერს, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში შეიხის არჩევნები ჩატარდა. ჩატარებულ არჩევნების შედეგად რამინ იგიდოვი მომდევნო 5 წლის განმავლობაში კვლავ შეიხად დარჩება. კენჭისყრაში სამი კანტიდადი - რამინ იგიდოვი, ნამიგ ჰუსეინოვი და რაჰიდ ქერიმოვი იღებდნენ მონაწილეობას. ყველაზე მეტი ხმა რამინ იგიდოვმა მიიღო  და თავის თანამდებობაზე დარჩა.
დღევანდელ არჩევნებში 21 წევრიდან 4 გარკვეული მიზეზების გამო ვერ იღებდა პროცესში მონაწილეობას, თუმცა არჩევნები ჩატარებულად ითვლება.  
ახლადარჩეულმა შეიხმა რადიო მარნეულთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"რადგან სასულიერო პირი ვართ ჩვენი მოქმედება აშკარაა. უბრალოდ ამ წლების განმავლობაში ჩვენ დავინახეთ რომ გარკვეული ცვლილებებია საჭირო. ბოლო 5 წელი გამოცდილების წელი იყო. ჩვენ ვნახეთ რომ ზოგიერთი რაღაცეები უფრო კარგად შეიძლება ვმართოთ. ეს მოსახლეობის რელიგიური ცხოვრებაში საჭიროებების უზრუნველყოფა და ამისთვის პირობების შექმნაა" - ამბობს რამინ იგიდოვი  

მან ისიც აღნიშნა, რომ 19 დეკემბერს, საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი რელიგიური სამმართველოს კრება ფარულად ჩატარდა და ფარული კენჭისყრა გაიმართა. შედეგად ყველაზე მეტი ხმის მფლობელი სამი კანტიდადი მეორე ეტაპზე გადავიდა.
აღ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები