შეიხი ასადოვი ახალი შეიხის არჩევნებს არ აღიარებს
დღეს, 24 დეკემბერს, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში შეიხის არჩევნები ჩტარდა. რომლშიც მონაწილეობა სამმა კანდიდატმა - რამინ იგიდოვმა, ნამიგ ჰუსეინოვმა და რაჰიდ ქერიმოვმა მიიღო. 
საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთან კონფლიქტში მყოფმა სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი რელიგიური სამმართველოს უფროსმა შეიხ მირტაგი ასადოვი არჩევნებს აფასებს. 
ამბობს, რომ ეს დაწესებულება მუსლიმებს არ ემსახურება. უბრალოდ რომელიღაც ორგანიზაციებს ემსახურება. მან აღნიშნა, რომ სამმართველოში ჩატარებული არჩევნები მხოლოდ სამმართველოს ინტერესებს ემსახურება.

"ყველა სამმართველოს თავისი შეიხიც და მუფტიც შეიძლება ჰყავდეს. ჩვენთვის, ერთეული შეიხის სისტემა არ არსებობს და ეს მიუღებელია. საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თუ სურს ქართული ოცნების ან შსს ინტერესების დაცვა - დაიცვას. ეს მუსლიმებზე მეტად რეზიდენციას ემსახურება. ამიტომ, მოლოდინი არ გვაქვს და ამ შეიხს მმართველობისთვის იღებენ, ვიდრე საქართველოსთვის. ვის სადაც უნდა იქ გამოაცხადოს თავი შეიხად. ჩვენ თავისუფლების მომხრენი ვართ. "- ამბობს მირტაგი ასადოვი

ასადოვი ამბობს, რომ კანტიდადებთან არანაირი პრობლემა არ აქვს და ეს რელიგიური საქმეა და საზოგადოებისთვის რომელიმე არჩევნები ამ სფეროში მიუღებელია.
ასადოვი ასევე ამბობს, რომ რელიგიური ორგანიზაციები გაერთიანდნენ და წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნა ისურვეს.  მან კი თქვა, რომ დემოკრატიული პრინციპით მმართველობის მომხრეა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები