საკრებულომ ტელევიზიას ობიექტური გაშუქებისთვის სიგელი გადასცა
მარნუელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, 2018 წლის საკრებულოს ბოლო სხდომაზე მარნეული TV-ს საკრებულოს მუშაობის ობიექტურად გაშუქებისათვის სიგელი გადასცა.

საკრებულოს სხდომების გაშუქებას, მარნეული TV-ს მუნიციპალიტეტთან გაფორმებული კონტრაქტი ავალებს. ბოლო რამდენიმე წელია, რაც ტელევიზია თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში იღებს მონაწილეობას და ყველა საკრებულოს სხდომის ტრანსლაციას აწარმოებს.


2018 წელს მარნეული TV-ს მუნიციპალიტეტმა 71 765 ლარი გადაუხადა. დღეს, 27 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მოსახლეობას წლიურ ანგარიში გააცნო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები