მარნეულის მერია შულავერში დროშის აღმართვას 125 000 ლარად გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ შულავერში საქართველოს დროშის აღმართვას გეგმავს. მარნეულის მერიამ დროშის აღმართვისათვის 125 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განუცხადეს, რომ სპეციალურმა კომისიამ შეისწავლა დროშის განთავსების ადგილი და დაადგინა, რომ ადგილი, სადაც დროშა უნდა აღიმართოს ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილია. დროშა აღიმართება სოფელ შულავერში ახლად აშენებული ეკლესიის მიმდებარედ და ის თავლსაჩინო იქნება როგორც სომხეთიდან ისე აზერბაიჯანიდან მომავალი ტრანსპორტისათვის.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სადროშე ბოძის სიმაღლე 50 მეტრი იქნება.

მარნეულის მერიამ სოფელ შულავერში დროშის აღმართვეისათვის ტენდერი 29 მარტს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 14-დან 19 აპრილამდე პერიოდში შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“

გარეკანის ფოტო: მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფეისბუქ გვერდიდან 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები