სკოლებში ჯანსაღი კვების დანერგვაზე განათლების კოალიციამ მარნეულში შეხვედრა გამართა
28 სექტემბერს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში განათლების კოალიციამ შეხვედრა გამართა სასკოლო კვებასთან დაკავშირებით. ორგანიზაციის წარმომადგენლები მარნეულში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, პედაგოგებს და თემით დაინტერესებულ ადამიანებს შეხვდნენ, რათა მოესმინათ მათი აზრი სასკოლო კვებასთან დაკავშირებით. როგორც განათლების კოალიციის ხელმძღვანელი, გიორგი ჭანტურია რადიო "მარნეულთან" საუბრისას განმარტავს, რამდენიმე წელია, რაც საკითხზე მუშაობა დაიწყეს და აწარმოებენ ადვოკატირების კამპანიას სასკოლო კვების სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების მიზნით.


"რამდენიმე წელია ვმუშაობთ სასკოლო კვების ადვოკატირების მიმართულებით. რაც გულისხმობს იმას, რომ ვეუბნებით სახელმწიფოს სხვადასხვა გზებით, რათა დაიწყონ სასკოლო კვების პროგრამა. ახლა დავიწყეთ ახალი პროექტი, რომელიც არის USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მხატდაჭერით და ეს გულისხმობს რეგიონებში ამ იდეის გავრცელებას, მხარდამჭერების მოძიებას და რეგიონებში კოკრეტული პრობლემების დადგენას. ამისთვის მოვიწვიეთ ადგილობრივი საზოგადოება. მასწავლებლები, აქტივისტები, ამ თემით დაინტერესებული ადამიანები, რათა მათგან მოგვესმინა აზრი. კიდევ გვაქვს რეგიონული შეხვედრები და ვაგრძელებთ აქტიურ კომუნიკაციას საზოგადოებასთან" - ამბობს გიორგი ჭანტურია, განათლების კოალიციის ხელმძღვანელი.

შეხვედრის მონაწილე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის ქართული ენის მასწავლებელი, ლალი მარგიანი ამბობს, რომ საკითხი გააქტიურება ძალიან მნიშვნელოვანი. ფიქრობს, რომ სასკოლო კვების დანერგვა სკოლებში დადებითად აისახება მოსწავლეთა ჯანმრთელობაზე, მათ აკადემიურ მაჩვენებლებსა და განათლების ხარისხზე.

"კვება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ არის შესვენებია საათი გამოყოფილი. ბავშვი, რომელიც მოდის დილას ცხრა საათისთვის სკოლაში, შესაძლოა ნასაუზმებიც არ იყოს. მე როდესაც დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ვუყურებ, ზოგს ძეხვი და პური დააქვს, ზოგს ბურბუშელა აქვს, ზოგს ჩიფსი და ჰგონიათ, რომ იკვებებიან, ტვინს ატყუებენ. ვფიქრობ, სასკოლო კვება იქნება გადასარები რამ, რაც შევა სკოლაში. მოსწავლე რომ მეტყვის, მასწავლებელო მე მშია, ვერაფერს გავაკეთებ, ფარხმალს ვყრი და შემიძლია არაფერი მოვთხოვო. იმედი მაქვს, რომ მალე შემოვა საჯარო სკოლებში სასკოლო კვება." - აბობს ლალი მარგიანი.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ქვეყნების 90% სხვადასხვა ხარისხით უზრუნველყოფილია სასკოლო კვებისა და კეთილდღეობის პროგრამებით.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები