მარნეულის სკოლებში არდადეგები 8 მარტიდან დაიწყება
მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება. როგორც ჩვენთან საუბარში მარნეულის რესურსცენტრის წარმომადგენელი ირმა დავაძე ამბობს, საგანმანათლებლო დაწესებულებები ერთი კვირის განმავლობაში დაისვენებენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ 74 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 15 მარტს განახლდება.

სკოლებში სახელმწიფო დასვენების დღეები:

  • 14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა;
  • 23 ნოემბერი - წმინდა გიორგის ხსენების დღე;
  • 19 იანვარი - ნათლისღება;
  • 3 მარტი - დედის დღე;
  • 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე;
  • 9 აპრილი - სამშობლოსთვის თავდადებულთათვის ხსენების დღე;
  • 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
  • 12 მაისი - წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე;
  • 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები