მარნეულში ავარიისას დაშავებული ორი მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს
დღეს, 6 მარტს, ქალაქ მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საჯარო ტრანსპორტის მძღოლი გარდაიცვალა. შემთხვევა, დაახლოებით 10:00 საათზე, ცენტრალურ მოედანზე, პოლიციის შენობის წინ მოხდა.

შემთხვევის შედეგად დაშავდნენ N1 მარშუტკის მგზავრებიც. რადიო „მარნეულს“ მარნეულის „ჯეო-ჰოსპიტალსის“ კლინიკაში განუცხადეს, რომ მათთან სასწრაფომ ორი პაციენტი გადაიყვანა.

„სასწრაფომ ჩვენთან ორი პაციენტი შემოიყვანა, ერთი მათგანი ჩვენი თანამშრომელია და ისიც მარშუტკის მგზავრი იყო. მათი მდგომარეობა არაა მძიმე, მსუბუქი დაზიანებები აქვთ. უცხო სხეული აქვთ თავის არეში, მინის ნამსხვრევი. კვლევები უტარდებათ და სავარაუდოდ ერთი დაყოვნდება სტაციონარში და ერთს გავუშვებთ ბინაზე. ჯერ-ჯერობით მიმღებ განყოფილებაში არიან დაკვირვების ქვეშ“. - გვითხრეს „ჯეო-ჰოსპიტალსში“

რადიო „მარნეული“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები