მარნეულელმა ვეტერანმა ძიუდოისტებმა საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
მარნეულელმა ვეტერანმა ძიუდოისტებმა საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს. შეჯიბრი 6 მარტს, ქალაქ თბილისში, ძიუდოს აკადემიაში გაიმართა . ინფორმაციას მარნეულის სპორტული სკოლა ავრცელებს.
  • 66 კგ წონითი კატეგორია
  • პირველი ადგილი-ვაჟა მუმლაძე ( 71 წლის)
  • 73 კგ წონითი კატეგორია
  • პირველი ადგილი- გიგლა წიფიანი (65 წლის)
  • 73 კგ წონითი კატეგორია
  • პირველი ადგილი-რზა აბასოვი (32 წლის)
  • 81 კგ წონითი კატეგორია
  • მეორე ადგილი- სანდრო იაკობაშვილი ( 35 წლის)
  • 90 კგ წონითი კატეგორია
  • მესამე ადგილი-ზაზა დავაძე (34 წლის)
  • 90 კგ წონითი კატეგორია
  • მესამე ადგილი- ემზარ ქალდანი (54 წლის)

“აღსანიშნავია, რომ საპრიზო ადგილზე გასული ვეტერანი ძიუდოისტების უმრავლესობა არის მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის თანამშრომელი და თავიანთი წვლილი შეაქვს სპორტსმენების მომავალი თაობის აღზრდაში, რომლებიც იმედი გვაქვს რომ არაერთხელ ასახელებენ მარნეულს და საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე. “
- წერს სპორტსკოლა

გამარჯვებული სპორტსმენებით დაკომპლექტდა საქართველოს ვეტერან ძიუდოისტთა ნაკრები, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე იასპარეზებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები