მარნეულის მერიას გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის 470 000 ლარი აქვს გათვალისწინებული
მარნეულის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდში თანხა 70 000 ლარით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის საკრებულოს სხდომაზე 27 მარტს გახდა ცნობილი. საკითხი განსახილველად მერიის ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფროსმა, ლარისა გელაშვილმა წარადგინა.

ბიუჯეტში შესატან ცვლილებას საკრებულოს წევრებმა მხარი ხმათა უმრავლესობოით დაუჭირდეს. რადიო "მარნეულს" ლარისა გელაშვილმა უთხრა, მარნეულის მერიის სარეზერვო ფონდის მთლიანი თანხა 470 000 ლარს შეადგენს.

სარეზერვო ფონდი წარმოადგენს გაუთვალისწინებელ, საგანგებო და სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებების დასაფინანსებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრულ სახსრებს.

შესაბამისად, სარეზერვო ფონდის მიზანია წლის განმავლობაში ისეთი ხარჯების დაფარვა, როგორიცაა მაგალითად, სტიქიური უბედურებები, ეპიდემიები, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფები.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები