სიახლე
მარნეულის მერიამ 2017 წელს 3 241 445 ლარი დახარჯა
მარნეულის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ, მერიამ, 2017 წელს 3 241 445 ლარი გახარჯა, ამის შესახებ რადიო „მარნეულს“ მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.

2017 წელს მარნეულის მერიაში შრომის ანაზღაურებისათვის 1 934 772 ლარი დაიხარჯა, საედანაც 1 748 144 ლარი თანამდებობრივი სარგოს გეცემის, ხოლო 186 627 ლარი პრემიებისთვის გადანაწილდა.

შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებისათვის 2017 წელს აღმასრულებელ ორგანოში 250 944 ლარი დაიხარჯა. ქვეყნის შიგნით მივლინებებზე – 6 500 ლარი, ხოლო ქვეყნის გარეთ მივლინებებზე – 8 426 ლარი.

მერიის მიერ გახარჯული თანხებიდან ოფისის ხარჯების მუხლით დაიხარჯა 270 935 ლარი, საედანაც საკანცელარიო საქონელზე – 25 913 ლარი, ნორმატიული აქტების, საცნობარო და სპეციალური ლიტერატურის, ჟურნალ–გაზეთის შეძენა და ყველა სახის საგამომცემლო–სასტამბო (არაძირითადი საქმიანობის) ხარჯებზე – 2 018 ლარი, მცირეფასიანი საოფისე ტექნიკის შეძენა და დამონტაჟების ხარჯებზე – 91 939 ლარი, კავშირგაბმულობის ხარჯებზე 45 820 ლარი, ხოლო სხვადასხვა საოფისე ხარჯებზე – 41 382 ლარი გაიხარჯა.

2017 წელს მერიამ წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის 26 451 ლარი დახარჯა. რბილი ინვენტარის მუხლით დაიხარჯა 5 166 ლარი. ტრანსპორტის, ტექნიკის ექსპლოატაციისა და მოვლა–შენახვის ხარჯებით გახარჯულ 264 309 ლარში გათვალისწინებულია შემდეგი საქონელი და მომსახურება: ადმინისტრაციული მანქანების საწვავ/საპოხი მასალების შესყიდვა – 191 650 ლარი, მიმდინარე რემონტზე – 32 049 ლარი, ხოლო მანქანის დაქირავება – 40 610 ლარი.

სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების მუხლით გახარჯული 258 616 ლარი შემდეგ მომსახურეობებს შეიცავს: მუნიციპალიტეტის შენობის დაცვის მომსახურება – 66 139 ლარი, მუნიციპალიტეტის დაკვეთით შესრულებული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ჩატარებული საექსპერტო მომსახურებაზე – 121 093 ლარი, საარქივო მომსახურებაზე – 6 572 ლარი, ხოლო სხვადასხვა მომსახურებაზე – 64 812 ლარი.

არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გატარებული 127 108 ლარიდან შენობა–ნაგებობაზე – 58 079 ლარი დაიხარჯა, 20 809 ლარით შეძენილია კომპიუტერები, 2 450 ლარით მობილური ტელეფონები, 4 851 ლარით პრინტერები, 3 400 ლარით ტელევიზორი, 25 122 საოფისე ავეჯი, 12 397 ლარით შეძენილია სხვადასხვა ინვენტარი, ხოლო 13 635 ლარი გახარჯულია ვალდებულებების კლების მუხლით.

ამას გარდა მერიაში 2017 წელს გრანტის მუხლით – 45 000 ლარი, სოციალური უზრუნველყოფის მუხლით 8 679 ლარი, ხოლო სხვა ხარჯების მუხლით 20 903 ლარი გაიხარჯა.

რადიო "მარნეული"

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ავტოტრანსპორტისა და მოტოციკლების მძღოლებისთვის
სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა შესაძლოა სავალდებულო
გახდეს
11:38 / 19.02.2019
ავტოტრანსპორტისა და მოტოციკლების მძღოლებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა შესაძლოა სავალდებულო გახდეს
ვერძი
კონკურენციისა და ემოციების დღეა. პარტნიორული ტანდემი გონივრულად
შეარჩიეთ
09:51 / 19.02.2019
ვერძი
კონკურენციისა და ემოციების დღეა. პარტნიორული ტანდემი გონივრულად შეარჩიეთ
პირებს, რომლებსაც სამხედრო სავალდებულო
სამსახური გავლილი არ ექნებათ, შესაძლოა სახელმწიფო სტრუქტურებში
დასაქმება აეკრძალოთ. მთავრობა ახალი ცვლილებების პაკეტზე
მუშაობს.
23:04 / 18.02.2019
პირებს, რომლებსაც სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილი არ ექნებათ, შესაძლოა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმება აეკრძალოთ. მთავრობა ახალი ცვლილებების პაკეტზე მუშაობს.

<span style=
18:11 / 18.02.2019

მარნეულის მაჟორიტარ-დეპუტატს რუსლან გაჯიევს,
დღეს, 18 თებერვალს
14:56 / 18.02.2019
მარნეულის მაჟორიტარ-დეპუტატს რუსლან გაჯიევს, დღეს, 18 თებერვალს
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას
თქმით, საქართველოში
14:23 / 18.02.2019
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით, საქართველოში
„მაგთიკომის“ აბონენტებისთვის დღეიდან ნომრის
მომსახურების საფასური ამოქმედდა.
14:09 / 18.02.2019
„მაგთიკომის“ აბონენტებისთვის დღეიდან ნომრის მომსახურების საფასური ამოქმედდა.
მიხეილ სააკაშვილი გენეტიკური ტესტის შედგების
გამოქვეყნების შემდეგ ფეისბუკზე მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას
ეხმაურება
14:04 / 18.02.2019
მიხეილ სააკაშვილი გენეტიკური ტესტის შედგების გამოქვეყნების შემდეგ ფეისბუკზე მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება
ვიდეო სიახლეები