“ოცნებამ” გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გაიწვია
ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გაიწვია.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად გედევან ფოფხაძემ განუცხადა
.

“ფრაქციამ ამ ეტაპზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე გამომიწვიოს იურიდიულ კომიტეტიდან. შესაბამისად, მე აღარ ვიქნები იურიდიული კომიტეტის წევრი ფრაქციის სახელით და ვერ ვერანაირ თანამდებობას დავიკავებ. ეს არის ფრაქციის გადაწყვეტილება. მე ამ გადაწყვეტილების გაპროტესტებას ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ საკითხი არის იმის თაობაზე, ვინ სად იქნება პირველი მოადგილე, თავმჯდომარე თუ სხვა, არამედ ის, თუ როგორ ჩაატარებს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს. გედი ფოფხაძე თუ საერთოდ არ იქნება პარლამენტის წევრი, ამით პარლამენტი არ დაზარალდება და არც გედი ფოფხაძეს არაფერი მოუვა”, – განაცხადა ფოფხაძემ.

გედევან ფოფხაძე არ აკონკრეტებს, რჩება თუ არა “ქართული ოცნების” გუნდის წევრად, თუმცა ამბობს, რომ ფრაქციის დღევანდელ გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს.

“მე ჩემს პოზიციას აუცილებლად დავაფიქსირებ ყველა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებიტ და იმედი მაქვს, რაც სათქმელია, ყველაფერი ბოლომდე ითქმება. მე არ მომწონს ეს წესი, რომ “ჩვენ ყველაფერს ვილაპარაკებთ და შენ ხმა არ ამოიღო”, – განაცხადა ფოფხაძემ.



ეკა ბესელიას მიერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის დატოვების შემდეგ გედევან ფოფხაძე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.



წყარო: ნეტგაზეთი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები