სალომე ზურაბიშვილი - ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია
„ელიტარულმა კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ელიტის მადას ზღვარი არ აქვს. როგორც მან დასძინა, ელიტა დოვლათს ინაწილებს.

„ელიტარულმა კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია. რეალურად, არაფერი კონტროლდება და არავის პასუხისმგებლობა ვლინდება, ეს იმიტომ, რომ ელიტარული კორუფცია აუცილებელი ცემენტია, რომელიც მონოლითური ძალაუფლების ირგვლივ კრავს სანდო კასტას. ისინი არ ეცილებიან ძალაუფლებაში, სანაცვლოდ კი დოვლათს ინაწილებენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიურ მოხსენებას უკანასკნელად წარადგენს.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები