საქართველოში დაარსებულ საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში აზერბაიჯანის მოქალაქეები მონაწილეობდნენ
დღეს, 7 თებერვალს, აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. არჩევნები აზერბაიჯანის დროით დილის 08:00 საათზე დაიწყო. საარჩევნო უბნები ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზეც მოეწყო.

სხვადასხვა ქვეყანაში გაიხსნა საარჩევნო უბნები აზერბაიჯანელი დიასპორისათვის, მათ შორის საქართველოშიც. აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩენებში მონაწილეობა საქართველოში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქეებს თბილისში, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ოფისში შეუძლიათ.

არჩევნებში მონაწილე აზერბაიჯანის მოქალაქეებმა რადიო "მარნეულს" განუცხადეს, რომ არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდა და მათ ხმა მისცეს მათთვის სასურველ კანდიდატს.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანში 18 წელზე მეტი ასაკის 6 478 623 ამომრჩეველია და დაბეჭდილია 6 524 203 ბიულეტენი.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობისთვის 7 ადამიანის კანდიდატურა დაარეგისტრირა. ქვემოთ წარმოგიდგენთ კანდიდატთა სიას.
  • მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ კანდიდატი ილჰამ ალიევი
  • დამოუკიდებელი კანდიდატი ზაჰიდ ორუჯი
  • ეროვნული ფრონტის კანდიდატი რაზი ნურულაევი
  • დიდი სტრუქტურის პარტიის კანდიდატი ფაზილ მუსტაფა,
  • დიდი აზერბაიჯანის პარტიის კანდიდატი ელშად მუსაევი,
  • სრულიად აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის კანდიდატი გუდრათ ჰასანგულიევი,
  • დამოუკიდებელი კანდიდატი ფუად ალიევი

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები