მთავრობის სხდომის პარალელურად საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პირველი მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, სხდომის პარალელურად, კანცელარიასთან რამდენიმე აქცია იმართება.

მთავრობის ადმინისტრაციასთან 10 საათიდან შეიკრიბნენ მოძრაობა „ნაბიჯის” წარმომადგენლები, ახალგაზრდები ბანერებით – „ირაკლი გავრილოვიჩი”. მიიტანეს ფოტოები, სადაც კობახიძე და სერგეი გავრილოვია გამოსახული.

„მას [კობახიძეს] აქვს წარსულის ბევრი ცოდვა, მან გავრილოვი ჩასვა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, მას აყრიან რუბლებს სტუდენტები უნივერსიტეტში, ის იქნება ბოლო პრემიერი, რომელიც ჰყავს „ქართულ ოცნებას”, – ამბობენ აქციის მონაწილეები.

მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს აქციის გამართვას გეგმავენ ონკოპაციენტებიც.

ონკოპაციენტები მოითხოვენ, გაუქმდეს ლიმიტი – 25 000 ლარი, რომლითაც სახელმწიფო წელიწადში 1 ონკოპაციენტის მკურნალობას აფინანსებს.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები