სასურველია, თუ EU-ს ნატოც მიბაძავს და გაწევრიანების უფრო ცხად კრიტერიუმს შემოგვთავაზებს – პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სასურველია, თუ ევროკავშირის მაგალითს ნატოც მიბაძავს და საქართველოს გაწევრიანებისთვის უფრო ცხად კრიტერიუმებს შესთავაზებს.

ამის შესახებ მან დღეს, 22 თებერვალს, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში წარადგინა.

„საჭიროა აღინიშნოს, რომ საქართველო ევროკავშირის გზაზე არავის ეჯიბრება, რის წარმოჩენასაც ესოდენ დაბეჯითებით, მაგრამ ამაოდ ცდილობს ოპოზიცია. ობიექტური პარამეტრების უმრავლესობის მიხედვით, საქართველო დღესაც ევროკავშირის ბევრ კანდიდატ ქვეყანაზე წინაა, მაგრამ ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი. ჩვენი უმთავრესი მიზანი ევროკავშირის წევრობაა.

სასურველია, თუ ევროკავშირის მაგალითს ნატოც მიბაძავს და საქართველოს გაწევრიანების უფრო ცხად კრიტერიუმს შესთავაზებს, რომელთა შესრულებაც ჩვენს ქვეყანას ისე დააახლოებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, როგორც ევროკავშირის შემთხვევაში მოხდა“,
– განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

2023 წლის დეკემბერში საქართველო ევროკავშირშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა. ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს ბლოკის წევრ ქვეყნებს, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს ცხრა პირობა, რათა გადავიდეს ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე- მოლაპარაკებების გახსნაზე.

ამ ცხრა პირობიდან ნაწილი ძველი, 2022 წელს მოცემული 12 რეკომენდაციიდანაა, არის ახალი პუნქტებიც. ევროკომისიამ აგრეთვე გამოაქვეყნა ანგარიში ამ 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესზეც, რომლის თარგმანსაც ასევე გთავაზობთ.

Mənbə: Netgazeti

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები