„პირველი ქვა იმან მესროლოს ვინც ჩემზე უცოდველია“ - მეუფე გიორგიმ ქადაგებისას ოპოზიცია და მედია გააკრიტიკა
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ (ჯამდელიანი) საკვირაო ქადაგებისას მისი დაოჯახების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა საკვირაო ქადაგებისას პოლიტიკური განცხადებაც გააკეთა და ოპოზიცია და მედიაორგანიზაციები გააკრიტიკა.

„ეხლა მე მივმართავ პირდაპირ „ნაცსექტას“. ამ მთავარი არხისა და ვითომ ოპოზიციურ და ვითომ რაღაცა კრიტიკულ მედიას, რომელსაც არანაირი ეთიკა არაფერი არ გააჩნიათ, სინდის-ნამუსი რომ არ გააჩნიათ ეს გასაგებია. ეს „ნაცსექტა“, ეს ხროვა და მათი სატელიტი ტელევიზიები, რომელიც სიცრუეზე, ცილისწამებაზე, ჩვენი ეკლესიის და სახელმწიფოებრიობის ძირის გამოთხრით რომ არიან დაკავებული. აი, ახლა თქვენ მოგმართავთ პირდაპირ, ახლა არჩევნები მოდის და ვაი ამ მთავრობას მართლა რა ვუთხარი რომ თქვენ, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია დღესაც რომ არსებობთ და ერმა თავისი ადგილი რომ არ მიგიჩინათ იმიტომ ხართ ამხელა გულზე, მაგრამ აუცილებლად თქვენ პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდებით, ამას მე გპირდებით“.

ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის სავარაუდო დაოჯახების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ტელევიზიის მიერ მომზადებული სიუჟეტის მიხედვით, მათ, წყარომ მესტიიდან მოუყვა, რომ მარეხი ჯაფარიძე რამდენიმე თვეა სინოდის წევრის, ღვმდელმთავარის, გიორგი ჯამდელიანის მეუღლე გახდა. მეუფის დაოჯახებას ადასტურებს მღვდელი ილია ჭიღლაძე.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასა და ილია ჭიღლაძის განცხადებას გამოეხმაურა.

„მე ეხლა უნდა გესაუბროთ იმაზე, რომ მე როგორი მართალი და წმინდანი ვარ, ამაზე კი არ უნდა გესაუბროთ, მე უნდა გესაუბროთ, რომ მე ნამდვილად ცოდვილი ვარ და ცოდვების განცდამ მიმიყვანა მე ეკლესიის წიაღში, როდესაც 22 წლისა ვიყავი. მაგრამ, თქვენგან განსხვავებით სასულიერო პირს აკისრია უმძიმესი ჯვარი და დიდი პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე, ხოლო ეს ფარისეველნი, რომელთაც უდიდესი შფოთი და არეულობა შემოიტანეს პირადად ჩემს სამწყსოში, ჩვენს სამწყოსში, და საერთოდ ეკლესიაში, ესეთები არიან მწიგნობარნი, აი როგორც მაცხოვრის დროსაც იყვნენ და ფარისეველნი. იქადიან, რომ ესენი არიან უკეთესები. შენ თუ უკეთესი ხარ, შე დალოცვილო, და არ ხარ ისეთი ცოდვილი, ისეთი ბოროტი და ცუდი ადამიანი, როგორც მეუფე გიორგია, შენ იყავი უკეთესი. აი, წარმოიდგინეთ სადამდე დაეცა ჭიღლაძე, ილია ჭიღლაძე, ადამიანი რომელიც უკიდურეს ფსკერზეა დასული და მეცოდება იგი, მართლა მეცოდება. მაგრამ ეს ადამიანი გარდა იმისა რომ დაკავებულია და დარწმუნებული ვარ რომ ის ასრულებს დიდ შეკვეთას, როგორც თავის სიძე პეტრე კოლხი. ე.ი. ჭიღლაძე არის მწვალებელი, ერეტიკოსი თავისი სწავლებით რომელიც წარმოიდგინეთ სამართლიანად იქნა დაცადებული მღვდლობისაგან, აქვს მღვდლობა შეჩერებული და მიეცა სინანულისათვის დრო. ნაცვლად იმისა რომ მან ეს დრო სინანულისთვის გამოიყენოს, ის არის დაკავებული ცილისწამებლური, ანტიეკლესიური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებით... ჯერ ადამიანი უნდა იყო და კაცი, მერე არის მღვდელი, დიაკვანი და ეპისკოპოსი და სხვა ჩინი, თანამდებობა ადამიანს კაცად ვერ გახდის. მარამ, კაცი რომ ადამიანის სახეს დაკარგავს აი, არ ვიცი, მას ყოვლად წმინდა სამება თუ უშველის. მაგრამ ახლა რაზე მინდა გავამახვილო ყურადღება ის არის პირდაპირ, აუცილებლად, განსაკვეთი და ეს აუცილებლად მოხდება, მისი საკითხი დადგება სინოდზე და ვერავინ დააფარებს ხელს, რადგან ერეტიკოსს და მწვალებელს, რომელიც ქადაგებს, რომ თურმე როგორც ანგლიკანურ და სხვა მწვალებლურ, ერეტიკულ, ეკლესიასმოწყობილ მწვალებლებთან არის ესეთი რაღაცა, რომ ქალი უნდა იყოს თურმე ეპისკოპოს, მღვდელი, წარმოგიდგენიათ რას ქადაგებს? სხვას რომ ყველაფერი დავანებოთ, სხვა ყველაფერი ნათელია. ერთი რუსმა ეგზარხოზმა პავლემ დაწყავლა თავისი მრევლი და მეორე ილია ჭიღლაძემ.“

ქადაგების დასასრულს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მრევლს მოუწოდა არ შეეშინდეთ და მტკიცედ იდგნენ, რადგან ეკლესიას ვერაფერი მოერევა.

„ეპისკოპოსის ინსტიტუტს და ეკლესიაზე შეხება არის ყოვლად მიუღებელი, ესენი არიან მწიგნობრები და მათ კარგად მოეხსენებათ, რომ თუ ვინმეს მიმართ ბრალი აქვთ წასაყენებელი, ესე კი არ ხდება, ხალხი რომ შეყავთ შეცდომაში, უნდა მიმართონ წმინდა სინოდს და იქვე უნდა დაწერონ თან წერილი, რომ თუ მე ამას ვერ დავამტკიცებ და ა.შ. იგივე სასჯელით მე დავისჯები და ა.შ. ყველაფერს თავისი ფორმა და კანონიკური სამართლის ნორმები აქვს საეკლესიო, ეს მათ მშვენივრად მოეხსენებათ, მაგრამ ეს მათ არ აინტერესებთ. ჯერ ერთი სახარება ამბობს, რომ უკეთუ შეგცოდოს ძმამა შენმა მიდი და შენ და ის რომ იქნებით მარტო ამხილეო და თუ არ მოგისმინა ძმამ ორ-სამ კაცთან ერთად მიდი და მთთან ერთად დაამტკიცე სიტყვაო. ესენი მესაუბრებიან რაღაცა კანონიკურ დარღვევებზე, ესენი ესაუბრებიან ეკლესიას რაღაცა იმეებზე? ესენი ყველანაირ რჯულს და კანონს ფეხით თელავენ და დიდი ხანია გათელილი აქვთ“

„პირველი ქვა იმან მესროლოს ვინც ჩემზე უცოდველია და ტალახის მსროლელის ხელი არ დარჩება სუფთა“. - ასე დაასრულა საკვირაო ქადაგება მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა და მრევლს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები