რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე აღარ იქნება
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე აღარ იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 11 მარტს, განაცხადა.

როგორც კობახიძემ განაცხადა, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის ახალი მრჩეველი გიორგი ქაჯაია იქნება. ხოლო ზურან აბაშიძე პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა.

გიორგი ქაჯაიას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციაში საგანგებო
და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობა ეკავა. ისე ასევე იყო რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის მრჩეველი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები