თემურ აბაზოვს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
თემურ აბაზოვს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მარნეულის ყოფილი მერის ადვოკატები სასამართლოზე აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაოს საფუძველზე აბაზოვის გათავისუფლებას ითხოვდნენ, მაგრამ სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი გუშინ დააკავეს. მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები