404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/09/12/7fcf3627496ce224458a36d4e8f05639.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/09/12/7fcf3627496ce224458a36d4e8f05639.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/09/12/7fcf3627496ce224458a36d4e8f05639.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/09/12/7fcf3627496ce224458a36d4e8f05639.jpg" not exists.
მერია საკუთარ გამჭვირვალობას დადებითად აფასებს, თუმცა პირდაპირ კომუნიკაციას წერილობით ურთიერთობას ამჯობინებს
მოგვმართეთ ოფიციალური წერილით! მერიისაგან კომენტარის აღების მცდელობები თითქმის ყოველთვის ამ სიტყვებით მთავრდება.

ოფიციალური წერილი - დოკუმენტი რომელიც ჩვენი მუშაობის განუყოფელი ნაწილი გახდა. არააქვს მნიშვნელობა რა თემასთან დაკავშირებით გვსურს მერიის კომენტარის გაგება, იქნება ეს ინფრასტრუქტურული და სოცალური პროექტები, ტურიზმის განვითარების ხედვა, ნარჩენების მართვის გეგმა თუ სხვა.
ვწერთ წერილებს და ველოდებით 10 დღის განმავლობაში.

სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრებზე გამჭვირვალობასა და მოქალაქეთა ჩართულობაზე ახლადდანიშნული გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილიც საუბრობდა. მან მოსახლეობას მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში ჩართულობისაკენ და თვითმმართველობასთან ერთად გადაწყვეტილებების მიღებისაკენ მოუწოდა. მაგრამ საკითხავი სწორედ ისაა თუ როგორ შეძლებს რიგითი მოქალაქე მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში ჩართვას, როდესაც მერია საკუთარი გამჭვირვალობის შეფასებისათვისაც ოფიციალური წერილით მიმართვას გვთხოვს.

31 აგვისტოს გაგზავნილი წერილის მიხედვით ჩვენ შემდეგ კითხვებზე ვითხოვდით პასუხის გაცემას:

  • გეგმავს თუ არა მერია ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის გაუმჯობესებას რომელიც ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას გულისხმობს.
  • როგორ აფასებთ მერიის გამჭვირვალობას და რას აკეთებთ იმისათვის, რომ გამჭვირვალე იყოთ.
  • გეგმავს თუ არა მარნეულის მუნიციპალიტეტი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების კანონით დადგენილი სტანდარტების შემუშავებას.
მერიის პასუხი კანონით განსაზღვრულ დროს არ მიგვიღია. მერიამ ინფორმაციის გაცემის 10 დღიან ვადას გადააცილა და მოგვწერა, რომ „მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა პასუხისმგებლობით ეკიდება თვითმმართველობის ინდექსის საკითხს და იცავს გამჭვირვალობის პრინციპს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შემუშავებულია პროაქტიულად გამოქვეყნების კანონით დადგენილი სტანდარტი.“

მერია იცავს გამჭვრვალობის პრინციპებს და პროაქტიულად გამოქვეყნების კანონით დადგენილი სტანდარტებიც შემუშავებული აქვთ. მერიას ჩვენთვის აღნიშნული დოკუმენტი არ მოუწოდებია. ხოლო როდესაც შემუშავებულ პროაქტიულად გამოქვეყნების კანონით დადგენილი სტანდარტების ჩვენთვის მოწოდება ვთხოვეთ მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მარიამ ხაჩიძემ კვლავ ოფიციალური წერილით მიმართვა გვთხოვა.

იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი ჯემალ დეკანოიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მუნიციპალიტეტს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები შემუშავებული აქვს, მაგრამ ჯერ საკრებულოს არ დაუმტკიცებია.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის ნინო ბერიძის თქმით, საკრებულო საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტის მიღებას ახლო მომავალში გეგმავს. რის შემდეგაც მუნიციპალიტეტი ვალდებული იქნება გამოაქვეყნოს ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა მერიის თანამშრომლებსა და თანამდებობის პირებზე გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობა, მერიისა და საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტები, საკრებულოს წევრთა ვინაობა და თანამდებობის პირთა შესახებ ინფორმაცია და ა.შ

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დოკუმენტი მუნიციპალიტეტებს ჯერ კიდევ 2013 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ.

ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესების მიხედვით მუნიციპალიტეტი ვალდებულია ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს ყველა სახის საჯარო ინფორმაცია კანონით განსაზღვრული დროის პერიოდში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 2018 წლის მაისში გამოაქვეყნა კვლევა რომლის მიხედვითაც,
მარნეულის მუნიციპალიტეტი საჯარო ინფორმაციის უმეტეს ნაწილს ვებ-გვერდზე არ აქვეყნებს:

"საკრებულოს შემთხვევაში გამოქვეყნებულია მხოლოდ საკრებულოს დებულება (რეგლამენტი), საკრებულის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში, დადგენილებების მცირე ნაწილი და სხდომის ოქმები. სხვა დანარჩენი, მათ შორის საკრებულოს წევრთა ვინაობა თუ თანამდებობის პირთა შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი;

მერიის შემთხვევაშიც საჯარო ინფორმაციის დიდი ნაწილი არ არის გამოქვეყნებული - ხელმისაწვდომია ინფორმაცია მხოლოდ მერიის სტრუქტურაზე, თანამდებობის პირებზე, მერიის ფუნქციებსა და შემუშავებულ სტატეგიებზე."  - წერია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს"  კვლევაში

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები