რელიგიათა საბჭო თანდოიანცის ეკლესიის სომეხთა ეკლესიისთვის გადაცემას ითხოვს
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს თანდოიანცის ეკლესიაზე მიმდინარე მშენებლობა და ტაძარი სომეხთა მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცეს.
საბჭოს წევრი ეკლესიები აღნიშნავენ, რომ თანდოიანცის ეკლესიის საკითხი არ არის ცალკე აღებული შემთხვევა და ის რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის გადაუჭრელი პრობლემის ნაწილი და თვალსაჩინო მაგალითია.

“მრავალი წელია გულისტკივილით ვსაუბრობთ, რომ სახელმწიფო არ იჩენს ნებას, დაუბრუნოს რელიგიური ნაგებობები ისტორიულ მესაკუთრეებს. ამასობაში, ძეგლების დიდი ნაწილი ინგრევა, იცვლება მათი იერსახე, იშლება არაერთი რელიგიური ჯგუფის უმნიშვნელოვანესი კვალი საქართველოს ისტორიაში და ირღვევა მრავალფეროვნებით მდიდარი ქართული კულტურის მთლიანობა”, – წერია საბჭოს გავრცელებულ განცხადებაში.

Mənbə: Netgazeti
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები