ირანში მიწისძვრის შედეგად 82 ადამიანი დაშავდა
ირანის სამხრეთ-დასავლეთში, ქოხგილუე და ბოიერაჰმედის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 82 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო IRNA სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრზე დაყრდნობით იუწყება.

მიწისძვრა ქალაქ იასუჯის მახლობლად, ადგილობრივი დროით 00:26 საათზე მოხდა. მიწისძვრის კერა 5 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ადგილობრივი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის ჯალალა პოურანფარდას განცხადებით, 71 ადამიანს დახმარება ადგილზე გაუწიეს, 11 კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები