შსს-ს ცნობით, პოლიციამ თბილისში 4 შეკვრა ჰეროინი ამოიღო
შსს-ს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ნივთმტკიცებად 4 შეკვრად დაფასოებული 324.93 გრამი ჰეროინი ამოიღო, რომელიც დაკავებულს ფეხსაცმლის ქუსლებში ჰქონდა დამალული.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს, რაც 80დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები