1-ელი ნოემბრიდან რეგისტრაცის გავლის გარეშე ტაქსით მომსახურეობა ჩაითვლება უნებართვო საქმიანობად და 200-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს
თბილისში ტაქსების რეგისტრაცია-ნებართვიანობის პროცესი აგვისტოდან ნოემბრამდე პერიოდში გაიმართება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაახლოებით 1-ელი ნოემბრიდან უკვე რეგისტრაციის გავლის გარეშე ტაქსით მომსახურეობა ჩაითვლება უნებართვო საქმიანობად და 200-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.

“დაახლოებით 1 ნოემბრიდან ყველა ის ადამიანი, რომელიც ტაქსის სერვისს ახორციელებს და არ აქვს გავლილი რეგისტრაცია, იქნება უნებართვო საქმიანობად ჩათვლილი და დაექვემდებარება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ 200 ლარიან სანქციას. მინდა კიდევ შევახსენო საზოგადოებას, რომ პირველ ეტაპზე ტაქსით სარგებლობის ლიცენზიისთვის საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ერთჯერადი მოსაკრებლის შეტანა დაახლოებით 50 ლარის ოდენობით. ეს არის ერთჯერადი გადასახადი, ფაქტობრივად, ფურცლის ფულია. ჰიბრიდული ავტომობილებისთვის გადასახადი იქნება 50% სრული გადასახადის, ხოლო ელექტრომობილებისთვის უფასო, ჩვენ ამით ვახალისებთ ამ მიმართულებას და სხვა სანებართვო პირობა არ იქნება", - განაცხადა მაია ბითაძემ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები