თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით, აქცია გაიმართება
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით, დღეს, 8 ივნისს იუსტიციის სახლთან აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორია საინიციატი ჯგუფი – თავისუფლებისთვის. აქცია 19:00 საათზე დაიწყება.

აქციის ორგანიზატორები მიიჩნევნ, რომ:
  • იუსტიციის მინისტრი არის პერსონალურად პასუხისმგებელი სასამართლო სისტემის რეფორმაზე, რომელიც არ განხორციელდა
  • იუსტიციის მინისტრმა არ იზრუნა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც გამოიძიებდა სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს
  • იუსტიციის მინისტრმა მთავარ პროკურორ შოთაძეს მადლობა გადაუხადა კარგად შესრულებული საქმიანობისთვის მისი გადადგომის შემდეგ
  • იუსტიციის მინისტრმა არამიზნობრივად გაზარდა საშტატო ერთეულთა რაოდენობა იუსტიციის სისტემაში და პარტიული აქტივისტებით გაავსო სამინისტრო
“იმისათვის, რომ აღდგეს პროკურატურისადმი ნდობა, აუცილებელია, მთავარ პროკურორად შეირჩეს პირი, რომელიც არ არის აფილირებული მმართველ პარტიასთან და სარგებლობს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, დარწმუნებული ვართ, რომ თეა წულუკიანი ვერ შეარჩევს დამოუკიდებელ პროკურორ., სწორედ ამიტომ, ვითხოვთ იუსტიციის მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას და ახალი იუსტიციის მინისტრის შერჩევას სამოქალაქო საზოგადოებრივი კონსნესუსის შედეგად, მისი წინამორბედის შეცდომებისა და ნაკლოვანებების გათვალისწინებით”,- ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ ინფორმაცაიში.

თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააყენეს. 5 ივნისს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მათ განაცხადეს, რომ არ დაასახელებენ მთავარი პროკურორობის კანდიდატს და მხოლოდ ახალი იუსტიციის მინისტრის პირობებში გამართავენ კონსულტაციებს მთავარი პროკურორობის კანდიდატთან დაკავშირებით.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები