შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ეროვნული გამოცდების განრიგი გამოაქვეყნა
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდები 2 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

კერძოდ:
  • 2-3 ივლისს (პირველი და მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა;
  • 5-6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები;
  • 9-10 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
  • 9 - ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;
  • 10 - ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;
  • 10 - ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა;
  • 13 - ივლისი (მეორე სესია) - მათემატიკა;
  • 16 - ივლისი (პირველი და მეორე სესია) - გეოგრაფია;
  • 17 - ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;
  • 19 - ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;
  • 20 - ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია;
  • 23 - ივლისი (მეორე სესია) სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;
  • 24 - ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება;
  • 25 - ივლისი (პირველი სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  • 25 - ივლისი (პირველი სესია) - ქიმია;
  • 26 - ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები