„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე იქნება წარდგენილი
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, სავარაუდოდ, მამუკა ბახტაძე იქნება წარდგენილი. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, უმრავლესობა დღევანდელი სხდომის შემდეგ პრემიერობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, მამუკა ბახტაძეს დაასახელებს.

პრემიერის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ თანამდებობა დატოვა.

გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომასთან ერთად, მთავრობის შემადგენლობაც გადამდგარად ითვლება.

უმრავლესობის სხდომა დღეს, 17:00 საათზეა დანიშნული.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები