აზერ სულეიმანოვს, რამინ ალახვერდიევს და თემურ აბაზოვის ნათესავს გირაო შეეფარდათ
აზერ სულეიმანოვს, რამინ ალახვერდიევს და თემურ აბაზოვის ნათესავს გირაო შეეფარდათ რუსთავის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წევრს პარტია ,,ნაციონალური მოძრაობიდან“, აზერ სულეიმანოვს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს პარტია ,,ქართული ოცნებიდან“, რამინ ალახვერდიევს და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის ნათესავს, ე.გ-ს მიმართ 4-4 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ბრალდება 5-5 ათას ლარს ითხოვდა. დაცვის მხარე კი ბრალდებულების გირაოს გარეშე დატოვებას ითხოვდა.

პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი 13 ივნისს დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები