მოძრაობის,”ძალა ერთობაშია” პრეზიდენტობის კანდიდატი სავარაუდოდ, გრიგოლ ვაშაძე იქნება
მოძრაობის, “ძალა ერთობაშია” პრეზიდენტობის კანდიდატი სავარაუდოდ გრიგოლ ვაშაძე იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს. მოძრაობამ პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად დღეს, 17 ივლისს 21:00 საათზე ქუთაისში უნდა წარადგინოს.

მოძრაობა “ძალა ერთობაშია” 10 ოპოზიციური პარტიას აერთიანებს, მათ შორისაა: “ახალი საქართველოსთვის”, “ემსახურე საქართველოს”, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”, “სახელმწიფო ხალხისთვის”, “ქრისტიან-დემოკრატიული პარტია”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის”, “ახალი საქართველო”, “საქართველო ლიდერთა შორის” და “საქართველოს ევროპელი დემოკრატები”.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები