საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრს,
მიხეილ ბატიაშვილს შვიდი მოადგილე ეყოლება.
მოადგილეების დანიშვნის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე
განთავსდა.
მიხეილ ბატიაშვილის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე იქნება.
მინისტრის მოადგილეები ასევე იქნებიან: ლია გიგაური, თეიმურაზ
მურღულია, ალექსანდრე თევზაძე, ლევან ხარატიშვილი, შალვა გოგოლაძე და
ირინე აბულაძე.