მარნეულელი პარლამენტარები პლენარულ სხდომაზე სიტყვით არასოდეს გამოსულან
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში წარმოადგენს IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასების კვლევას, რომელიც 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.

ერთ-ერთი ქვეთავი პარლამენტის წევრთა აქტივობას მიეძღვნა.

პარლამენტის წევრთა აქტივობა ორგანიზაციამ სამი კრიტერიუმით შეაფასა:

1. პარლამენტის წევრის პლენარულ სხდომებზე სიტყვით გამოსვლის სიხშირე; განცხადებების გაკეთება, შეკითხვების დასმა, კანონპროექტებსა და სხვა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრებების გამოთქმა

2. პარლამენტის წევრისთვის მინიჭებული საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის უფლების გამოყენება

3. პარლამენტის წევრის მიერ კანონპროექტებთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები

კვლევის მიხედვით, აზერ სულეიმანოვი მარნეულიელი დეპუტატებიდან ერთადერთია, რომელსაც საკანონმდებლო ინიცირების უფლება ორჯერ აქვს გამოყენებული.

საანგარიშო პეროდში პლენარულ სხდომაზე სიტყვით რუსლან გაჯიევი, თამაზ ნავერიანი, აზერ სულეიმანოვი და მახირ დარზიევი არ გამოსულან.

აღსანიშნავია, რომ ამავე დეპუტატებს არცერთ კანონპროექტთან დაკავშირებით არ გამოუთქვამთ შენიშვნები.

კვლევის საანგარიშო პერიოდში მივლინებისათვის, მარნეულელი პარლამენტარებიდან, თანხა მხოლოდ აზერ სულეიმანოვმა გამოიყენა. მას სულ ორი მივლინება ჰქონდა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 818 ლარი და 34 თეთრი დაიხარჯა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები