ამერიკამ თურქეთის მთავრობის წევრებს სანქციები დაუწესა
აშშ-მ თურქეთის მთავრობის წევრებს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სარა სანდერსმა განაცხადა.
თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელის თქმით, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა თურქეთის იუსტიციის მინისტრს აბდულჰამით გიულს და თურქეთის შს მინისტრს სულეიმან სოილუს.

27 ივლისს თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჰოგან გიდლიმ განაცხადა, რომ აშშ თურქეთს სანქციებს დაუწესებს, თუ თურქეთის ხელისუფლება ამერიკელ პასტორს ენდრიუ ბრანსონს არ გაათავისუფლებს.

პროტესტანტი პასტორი ენდრიუ ბრანსონი, რომელიც თურქეთში, იზმირში ცხოვრობდა, 2017 წელს დააკავეს. მას ბრალად თურქეთში აკრძალულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ და ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი ედება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები