მიხეილ ბატიაშვილი - მთავარი ამოცანაა, რომ მშობელი თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს, როდესაც მისი შვილი სკოლაში იმყოფება
მთავარი ამოცანაა, მშობელი თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს, როდესაც მისი შვილი სკოლაში იმყოფება, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სკოლებში უსაფრთხოების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით, რაც მანდატურების უფლებების გაფართოებას შეეხება.

„ასევე, მნიშვნელოვანია მათი კვალიფიკაციის გაზრდა, მუდმივი გადამზადება, ტრენინგები. მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის ჩართულობა. გათვალისწინებულია, რომ რაც შეიძლება აქტიურად იყვნენ ჩართულები არა როდესაც რაიმე ფაქტი მოხდება, არამედ პრევენციისთვის. 24 საათის განმავლობაში ცხელი ხაზი ფუნქციონირებს. გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ კიდევ გასაკეთებელია ამ კუთხით სამუშაოები, რაზეც ვმუშაობთ. ყველაზე მთავარი ამოცანაა, რომ მშობელი თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს, როდესაც მისი შვილი სკოლაში იმყოფება", - განაცხადა ბატიაშვილმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები