ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის
შენახვა-გასაღების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი
ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.
სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ერთ
შემთხვევაში ქალაქ თბილისში, 10 ერთეული ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა,
ხოლო ორ შემთხვევაში, ქალაქებში - ქუთაისსა და ზესტაფონში მდებარე
აგრარულ ბაზრობებზე და სავაჭრო ობიექტებში 7 ერთეული ყალბი 50-ლარიანი
და 3 ერთეული 100-ლარიანი კუპიურები გაასაღეს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 212-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის
სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე
ვადით.