“იბერიამ” მაუწყებლობა შეაჩერა
დღეს ტელეკომპანია “იბერიის” მთავარი საინფორმაციო გამოშვება და ღამის პოლიტიკური თოქ-შოუ ეთერში არ გასულა. შემდეგ კი ეთერი გაითიშა და ახლა მაყურებლებს მხოლოდ შემდეგი წარწერის “ხელისუფლებამ დახურა “იბერია!!!” ხილვა შეუძლიათ.

“ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რასაც აგერ ორი წლის განმავლობაში აკეთებდა და ემზადებოდა ამ დღისთვის და რაზეც აგვისტოდან ხმამაღლა საუბრობდა “იბერიაც” და “ომეგა ჯგუფიც”. ძალიან სამწუხაროა ეს ვითარება, მაგრამ სამწუხაროა არა მხოლოდ “იბერიისთვის”, არამედ ქვეყნისთვის, რადგან, როდესაც ასეთი მეთოდებით ებრძვი მედიას, ეს არასდროს სასიკეთოდ არ აისახება ხოლმე ხელისუფლების მოქმედებაზე”, – განაცხადა “იბერიის” თანადამფუძნებელმა და დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ.

“იბერიის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახო ხუზმიაშვილი გადაცემების შეჩერების მიზეზად “ქართული ოცნების” ტერორსა და ფინანსურ პრობლემებს ასახელებს.

“აქამდეც მივედით. ახალი ამბების მთავარი გამოშვება ეთერში ვეღარ გავიდა. ვერ გავა “თავისუფალი სივრცეც”. სახელმწიფომ ყველა ბერკეტი გამოიყენა ჩვენს წინააღმდეგ. არ ვიცით ხვალ რა იქნება, დღეს კი ასეა”, – წერს ხუზმიაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები