კახეთის გუბერნატორი ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში გაიმართება
კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ადასტურებს, რომ საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ქალაქ თელავში გაიმართება.
როგორც ქადაგიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ინაუგურაციის მოწყობა ბატონის სასახლის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე იგეგმება.

მისივე ინფორმაციით, ცერემონიის სამზადისზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები