სკოლებში 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის სწავლება იანვრიდან დაიწყება
სკოლებში 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის სწავლება, მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყება. საკითხი ახალ საგანში „თავდაცვა და უსაფრთხოება“ შედის, რომელიც სკოლებში სწორედ მიმდინარე სასწავლო წლის მეორე ნახევრიდან დაინერგება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, უწყებამ სკოლებში აღნიშნული საგნის სწავლება ქართული ჯარის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებაში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდისთვის გადაწყვიტა.

მათივე განმარტებით, საგნის სწავლება რამდენიმე სკოლაში საპილოტე რეჟიმში, მე-10 კლასელებისთვის დაიწყება.

ამ დროისთვის, უწყებას საგნის სწავლებისთვის 20-მდე პირი ჰყავს გადამზადებული.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები