ქუთლიარის მოსახლეობა სარწყავ წყალს არხის რეაბილიტაციის შემდეგ მიიღებს
სოფელ ქუთლიარში მცხოვრებმა ომარ მამედოვმმა დაახლოებით თვე ნახევრის წინ სათბურში კიტრი, პამიდორი და კარტოფილი დათესა. საგაზაფხულოდ მოსავალი უნდა აიღოს და გაყიდოს, თუმცა მისთვის მთავარ პრობლემას სარწავი წყლის არქონა წარმოადგენს. მისთვის ერთადერთი შემოსავალი მოსავლიდან აღებული თანხაა. თუ გაუმართლა და წვიმა მოვიდა, მოსავალს მაშინ რწყავს.

სარწყვი წყალი გვინდა, მაგრამ არ არის. ორი სატუმბო სადგური არის და წყალი არ მოდის. ყოველ წელს მოდიან და ამბობენ გავაკეთებთო, მაგრამ არაფერიც არ გააკეთეს. ჩვენით ვავსებთ წყალს ვინახავთ და როცა მორწყვა უნდა მაშინ ვიყენებთ.

ომარის მსგავსად პრობლემა სხვა მცხოვრებლებსაც აწუხებთ, ამბობენ რომ სოფელში ორი სატუმბო სადგური უფუნქციოდ დგას. მათი თქმით, შემოდგომაზე სარწყავ არხში წყალი აღარ მოდის და ეს პრობლემა თვეები გრძელდება.

კარტოფილი დავთესე. არც წვიმაა და არც თოვლი მიწა რომ დასველდეს. სარწყავად არხებიც არ არის. თქვეს, რომ იანვარში იქნება წყალიო მაგრამა არ მოვიდა. ჩვენ რა უნდა ვქნათ. სასმელი წყალიც არაა. მანქანით მივდივართ და მოგვაქვს. სარწყავი საერთოდ არ არის.


როგორც მარნეულის მელიორაციის სამსახურის წარმომადგენელი, ალექსი შუკაკიძე განმარტავს, სოფელს სარწყავი წყლის პრობლემა აღმაშენების ხიდის რეაბილიტაციის გამო შეექმნა. მასშტაბური პროექტი 2018 წელს დაიწყო და ორ ეტაპად მიმდინარეობს. მეორე ეტაპს რამდენიმე დღეში დაასრულებენ.

“კონტრაქტორ ფირმას დარჩა სამუშაოები მხოლოდ ერთ-ერთი ხიდის აღდგენის. ამ ხიდის აღდგენას მაქსიმუმ 5 დღეს მოუნდებიან. რის შემდეგაც უკვე წყალს მივაწვდით მოსახლეობას. ძალიან კარგი სამუშაო ჩატარდა და ცოტა მოითმინოს მოსახლეობამაც და ყველაფერი კარგად იქნება“

აღმაშენებლის სარწყავი სისტემის სრულად რეაბილიტაციის შედეგად, მუნიციპალიტეტში 1,886 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება.

რეაბილიტირებული სამელიორაციო სისტემით 8 სოფლის - (თამარისი, ბაილარი, საიმერლო, ბადარი, ქუტლიარი, მუღანლო, ლეჟბადინი და ხუტორლეჟბადინი) მოსახლეობა ისარგებლებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები