ინსპექტორი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა — შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისის ინკასირებისა და დაცვა-გაცილების სამსახურის ინსპექტორი, პოლიციის მაიორი ვალერიან გოგატიშვილი დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

შემთხვევა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტი მწუხარებას გამოთქვამს პოლიციის მაიორის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები